
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქში 3 დასახლებაზე კონტროლი სრულად აღადგინეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინეს სრული კონტროლი სნიჰურივკას დასავლეთით სამ სოფელზე: შიროკეზე, ლიუბინზე და ნოვოპეტრივკაზე", - დაწერა გერაშენკომ ტელეგრამში.
ამასთან, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ცნობით, ხერსონის ოლქში მტერი წინსვლას ცდილობდა მიკოლაევის სოფლების, ნოვა ზარიასა და ტავრის მიმართულებით, თუმცა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.