
მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა: ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი, - ინფორმაციას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
მათი ცნობით, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, არ აქვთ წამლები, წყალი და საკვები.
საკრებულოში აცხადებენ, რომ საჭიროა, სასწრაფო მოხდეს ამ ადამიანების გადარჩენა:
"მეტალურგიულ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაშავებულია. ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში იმყოფებიან. არანაირი წამალი, კატასტროფული მდგომარეობა სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი გადარჩენა", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
ქალაქის საკრებულო ქარხანაში მყოფი დაჭრილების ფოტოებსაც აქვეყნებს.

