ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა.. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება - უგულავა

გამოქვეყნდა:

ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე. მეტსაც გეტყვით, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ ორ ადგილს ითხოვდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა. 

ამბობს, რომ ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს "ქართული ოცნების" მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას იწყებს, მედიის ინტერესი სწორედ ეს ხდება, რადგან ის ოპოზიციის წარმომადგენელია. 

არ მესმის, დღეს რომ პრინციპულ მიუღებლობაზე საუბრობს, თუნდაც "ევროპული საქართველოს" მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით? ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ოპოზიციის ლანძღვას ეძღვნება. არ ვურჩევდი ამას. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არარაციონალურად იქცევა და დათვურ სამსახურს უწევს ოპოზიციას. იმედი მაქვს, ეს შეგნებულად არ კეთდება. ეს მის სინდისზე იყოს, მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც, არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციის ზედმეტ კინკლაობას ერთმანეთში. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი, - ამბობს უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებული ოპოზიციური ერთობა კონსულტაციების მიმდინარეობის დროს დატოვა, რის შემდეგაც ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე, სამივე მათგანმა საკუთარი კანდიდატურა თბილისის ოლქებში წარადგინოს.

ოპოზიცურმა ერთობამ კი თბილისში არსებული რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსში, საერთო კანდიდატი უკვე წარადგინა.  სია ასეთია:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია;
  • გლდანი - ნიკა მელია;
  • ისანი - გიორგი ვაშაძე;
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი;
  • მთაწმინდა - შალვა შავგულიძე;
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი.

საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე ამ დრომდე გრძელდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი