მტერი აქტიურად ცდილობს წინ წაწევას, ძირითად დარტყმას ახლა სევეროდონეცკისა და პოპასნას რაიონებზე ველოდებით - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე სოფელზე კონტროლის დამყარება მოახერხეს.

გენშტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ შტუპუნის თქმით, ამ დროისთვის უკრაინული მხარე ძირითად დარტყმებს სევეროდონეცკისა და პოპასნას რაიონებზე ელოდება.

მან აღნიშნა, რომ კრიტიკულად მძიმეა მდგომარეობა მარიუპოლში, ასევე, ყოველდღიურად მძიმდება მდგომარეობა აზოვსტალში.

"დონეცკის მომართულებით, მტერი აქტიურად ცდილობს წინ წაწევას, ძირითად დარტყმას ახლა სევეროდონეცკისა და პოპასნას რაიონებზე ველოდებით.რამდენიმე სოფელზე კონტროლის დამყარება მოახერხეს და წინ წაიწიეს, მარიუპოლში ისევ ისვრიან, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქში ისევ ბლოკირებულია, აზოვსტალში მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება", - ამბობს უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ შტუპუნი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი