
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს გაზით შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს, მას შემდეგ, რაც "გაზპრომმა" პოლონეთს და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა. ლაიენი ამბობს, რომ ამ სცენარისთვის EU მზადაა.
"გაზპრომის განცხადება არის რუსეთის მორიგი მცდელობა, დაგვაშანტაჟოს გაზით. ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის. ვადგენთ ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხს", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.
ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ მიმდინარეობს შეხვედრა ევროკავშირის გაზის საკოორდინაციო ჯგუფს შორის, პასუხთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, გაზპრომმა შეაჩერა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ უარი თქვა რუბლით გადახდაზე.