"ხერსონი უკრაინაა!" - რუსებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დაძაბული ვითარებაა უკრაინის ქალაქ ხერსონში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის მიტინგი დაარბიეს.

მომიტინგეებმა ანტი-საოკუპაციო აქცია ქალაქის ცენტრში გამართეს. ისინი რუსებს მოუწოდებდნენ, დატოვონ უკრაინის ტერიტორია. 

"ხერსონი უკრაინაა!" - სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დაშავებულია მინიმუმ 4 ადამიანი. არიან დაკავებულებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი