
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, გუშინდელი თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული, 15 კი დაიჭრა.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს ამ დრომდე ბომბავენ.
"მტერი საარტილერიო ცეცხლს არ წყვეტს. დასახლებული პუნქტები მერჩის ტიპის ზალპური სისტემებიდან იბომბება. გუშინდელი იერიშების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. დაიბომბა ალექსანდრივკა და ჩუგოევი, საომარი ვითარების მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობთ დაზიანებული ქსელებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მნიშვნელოვანია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სწრაფი აღდგენა მოხდეს. მძიმე ვითარებაა იზიუმიში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამ მიმართულებით მტერს სერიოზული დანაკარგები აქვს", - ამბობს ოლეგ სინეგუბოვი.