
საარჩევნო რეფორმა საქართველოს დემოკრატიის ინტერესებში შედის - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას.
კარგი ამბავი - საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინ მხოლოდ ერთი მოსმენა დარჩა. საარჩევნო რეფორმა საქართველოს დემოკრატიის ინტერესებში შედის და ამ პოლიტიკური პორცესებზე პასუხისმგებლობა ყველა პროლიტიკურმა პარტიამ ცვლილებებზე ხმის მიცემით უნდა აიღოს - წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.