
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ამჟამად ცილოვანი შიმშილი აქვს. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს და "არ შეუძლია PTSD-ის ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მიიღოს იმ სიტუაციაში, იმ ხალხისგან, ვინც ეს ყველაფერი გამოიწვია".
ექიმის თქმით, საქართველოში ამის მკურნალობა შესაძლოა, შესაძლებელი იყოს, მაგრამ იმ გარემოში, რომელშიც ის იმყოფება, ეს რთული განსახორციელებელია.
"როგორ უნდა გადაწყდეს ჩემი გადასაწყვეტი დასკვნა ეს არ არის. მის ჯანმრთელობაზე სახელმწიფოა პასუხიმგებელი. გარემოს შეცვლაა ჩემი აზრით საჭირო", - თქვა წულაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი დღეში დაახლოებით 600-800 კალორიას იღებს, რომელშიც ცილა არ შედის. გამოხატული აქვს წნევის ვარდნა წამოდგომისას, გონების დაკარგვის წინარე მდგომარეობა.
"ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ანუ ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, იწოვს ორგანოების დაშლისა და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად, კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს და ადამიანის მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული".
მას ჩვენი აზრით, ამ დგომრეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტ ტრავმული სტრესული აშილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, ანუ მადი დაქვეითება", - თქვა ექიმმა თენგიზ წულაძემ.
ექიმი ამბობს, რომ ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის: "როგორც ჩანს ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია".