
პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მედვედჩუკის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალზე გაცვლის შესაძლებლობა არ განიხილება, - ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება
РИА Новости, საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს.
"მედვედჩუკის უკრაინელ სამხედროებში გაცვლის შესაძლებლობის შესახებ: ეს არ განიხილება" - ამბობს პესკოვი.
ცნობისთვის, პუტინის "ნათლიმამად" წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მან თავად შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებისა და მცხოვრებლებში გაცვლა.