როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, სწორ გზაზე დგახარ - სოფო კილაძე

გამოქვეყნდა:

სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს. 24-საათიანი ფიქრის შემდეგ, ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  53 არასამთავრობო ორგანიზაციას მის წინააღმდეგ ტყუილების გავრცელებაში ადანაშუალებს.

ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რათა არ აირჩიონ კომიტეტის წევრად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

ერთადერთი, რაც შემიძლია ამ შემთხვევაში ვთქვა, არის ის, რომ როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელთაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ, - თქვა კილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იცრუეს, როცა პროცედურულ დარღვევებსა და მის საქმიანობაზე გაავრცელეს ინფორმაცია:

ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ-ერთ დიდ ტყუილს, რომ "სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან" მაშინ, როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში, - განმარტა კილაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი