მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე დიაგნოზი | ექიმების საგანგაშო დასკვნა და მიმართვა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ტერმინალური ეტაპი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი ორგანიზმი ბოლო, სასიკვდილო მდგომარეობას უახლოვდება. ნერვული ანორექსია - ეს არის დაავადების სახელწოდება, რომელიც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს. მძიმე ფქისიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება. ახლა უკვე კუნთების განლევაა დაწყებული.

განგაშს ამჯერად სახალხო დამცველის კონსილიუმის მედიკოსები აცხადებენ. დღეს საჯაროდ გახდა ცნობლი ექიმების პოზიცია, რომელიიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი