
ნავთობის კონტრაბანდა "ქართული ოცნების" ლიდერების შერულებით თუ გაუგებარი ტვირთი, რომელის გადადგილებასაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს? რამდენიმე კვირაა, რუსული ნავთობით სავსე სარკინიგზო შემადგენლობები ჩიხშია მოქცეული.
გორისა და ბათუმის სადგურებში ნავთობით სავსე გაზპრომის ცისტერნები ადგილიდან არ იძვრის, თუმცა კულუარებში ამ საწვავის საზღვარგარეთ სარფიანად გასაყიდვას რამდენიმე დაჯგუფება ყველანაირი მეთოდით ცდილობს. არც სახელმწიფო სტრუქტურები და არც კომერციული კომპანიები არ განმარტავენ რა ნავთობია ეს.
ოპოზიცია და საჯარო ფაქტები კი აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობია შემოსული და ახლა საერთაშორისო სანქციების შიშით ხელისუფლება ვერ იძლევა ნებართვას ამ ტვირთის საზღვარგარეთ გასატანად.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი