გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციაში მოწმეების დაკითხვა გრძელდება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოწმეების ნაწილი გამოკითხავზე ე.წ. ოქროს მოწმის ჩვენების საფუძველზე, მეორედ დაიბარეს.
ახალგაზრდებმა პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. მათ მედიასთან დაკითხვის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ძალადობის მუხლი დაემატა და ამ დროისთვის ძიება თავისუფლების უკანანო აღკვეთის გარდა, ძალადობის მუხლითაც მიმდინარეობს.
შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დღეს მინისტრის მოდგილემ განაცხადა, რომ უკვე დაკითხულია 50-მდე მოწმე და ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოძიება ამ დროისათვის ბრალდებული არ ჰყავს.