ეროვნულმა მუზეუმმა იულონ გაგოშიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ხელმოსაწერად გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ეროვნულმა მუზეუმმა იულონ გაგოშიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ხელმოსაწერად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილიშვილი გიორგი გაგოშიძე Facebook-ზე ავრცელებს. 

აი ეს გადასცა ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ ბაბუაჩემს, მთავარ ბონბონიერს ხელმოსაწერად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ რეორგანიზაცია მტკივნეული პროცესია და დაველოდოთ შედეგებს, იქნებ ვსიო ეტა კ ლუჩშემუ, მე მჯერა ჩემი კულტურის მინისტრის

მანამდე მე პირადად მოვუწოდებ ყველა ხელოვანს, კურატორს, კუტურიეს ,არტისტს ,დარტისტს , დარტანცუგას და ასე შემდეგ, ყველანი აეროპორტში გიტარით და ჩქარი ტაშით დავხვდეთ ვენეციის ბიენალედან დაბრუნებულ ქალბატონ თეას და საერთოდ აეროპორტის ტრასაზე დავუჩოქოთ, - წერს ის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი