მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთში - სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ნერვული ანორექსია უკიდურესად ამძიმეს - ექიმები ამბობენ, რომ ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია. ისინი ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.

მედიკოსების მტკიცებით, მთავარი ფაქტორი, რომელმაც პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უნდა შეცალოს და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა.

"ემპათიის ექსპერტთა თვალთახედვით, უფრო მძიმედაა საქმე, აქ არის ორგანული ნევროლოგიური პრობლემატიკაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში განვითარდა არაადეკვატური სამედიცინო მომსხაურების პირობებში. საჭიროდ მიმაჩნია გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის განხორცილება, რათა რამდენიმე დღეში იქნას, როგორც მინიმუმ, შეჩერებული ეს პროცესები. ის გაყვანილი უნდა იქნას ევროპის შესაბამის კლინიკაში მულტიპროფილური რებილიტაციასა და მკურნალობისთვის", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

ექიმი მანანა ჯებაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვნელები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ - "შემდეგ კიდევ გვაქვს დასახული რაღაც სხვადასხვა ნაბიჯები, რის გამოც ბოლომდე ვიბრძოლებთ".

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი