
თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს შემოიტანენ, ჩვენ მათ გაშლილი ხელებით შევხვდებით, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ორი ჩრდილოევროპული ქვეყანა უკვე სრულად აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს და მათი გაერთიანებაში მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.
"რა თქმა უნდა, თავად ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია, შემოიტანენ თუ არა განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ თუ შემოიტანენ, ჩვენ მათ გაშლილი ხელებით შევხვდებით. ეს ქვეყნების ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან, მათ აქვთ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი შეიარაღებული ძალები სრულად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს", - თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანა მაისშია მოსალოდნელი.