
მარიუპოლის 100 000-მდე მცხოვრებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ დაბომბვის, არამედ გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა და ანტისანიტარიის გამო, - ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული.
საკრებულოს ცნობით, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და და შერიხია კოლის გავრცელების საფრთხე.
"ჰაერის ტემპერატურა უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ქალაქში შეიძლება მალე გაჩნდეს ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები - ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის დაშლის, სასმელი წყალისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
მარიუპოლის მერის, ვადის ბოიჩენკოს თქმით, რუსი ოკუპანტები არ უზრუნველყოფენ მოსახლეობის საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით მომარაგებას, ასევე, ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას.
"ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ არსებულ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით. ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით. ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. ბოლოს და ბოლოს, ახლა დანგრეული მარიუპოლის შუა საუკუნეების საცხოვრებელი პირობები.საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია", - ამბობს ბოიჩენკო
ცნობისთვის, ქალაქი მარიუპოლი 1 მარტიდან რუსი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული.