
გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს სანქციებს სბერბანკისა და რუსული ნავთობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით Unian ავრცლებს. გამოცემის ცნობით, გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის სანქციებს, რათა ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის დაისაჯოს.
აღნიშნული შეზღუდვები, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში მოქცევა, რომელიც ამ კვირაში დამტკიცდება და მოიცავს სანქციებს, როგორც რუსეთის შემნახველი ბანკის წინააღმდეგ, ასევე რუსული ნავთობის ეტაპობრივ ემბარგოს.
შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსეთის უმსხვილეს ბანკსა და ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა.
იხილეთ ასევე: