სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საკადრო წმენდა დაიწყო - წულუკიანის განკარგულებით თანამდებობიდან ათავისუფლებენ ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომლებაც მუზეუმის კედლებში მთელი ცხოვრება გაატარეს.
20-მდე თანამრომელმა, მუზეუმის კანცელარიიდან, სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საკუთარი სახელით დაწერილი განცხადება მიიღო, თუმცა განცხადებას განმარტებები არ მოჰყოლია. შავ სიაში მოხვდა მეცნიერი და არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, რომელიც უკვე მეორედ გახდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ტერორისა და რეპრესიების მსხვერპლი.
მუზეუმის ადმინისტრაციამ 64-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლის მხრიდან თანხმობის ნაცვლად წერილი მიიღო, რომ ვერ დატოვებს თანამდებობას, რადგან მუზეუმში ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი