
მოლდოვა რუმინეთთან გაერთიანების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დღეს ღიად განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ მოლდოველი ხალხის ნებაა საჭირო. ამ გზავნილმა რადიკალურად შეცვალა ფაქტობრივი მდგომარეობა გეოპოლიტიკურ რუკაზე და უკიდურესად გაზარდა მოლდოვის როლი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
დასავლელი პარტნიორები, როგორც ჩანს, ამ სცენარს მომზადებულები შეხვდნენ. შეერთებული შტატებიც და ევროპაც ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის პარალელურად განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს მოლდოვის მიმართ და ქვეყანა სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს, მათ შორის სამხედრო მიმართულებით.
საქართველო კი დასავლელი პარტნიორების სიაში ბოლო პლანზე გადადის. ჩვენს ქვეყანაზე პარტნიორებს ხშირ შემთხვევაში საუბარიც კი აღარ უნდათ.
ავტორი: გუგა მაისურაძე