რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის არმიის ვეტერანი, 36 წლის სკოტ სიბლი მოკლეს. ინფორმაციას Sky news-ი ავრცელებს.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უკრაინაში ბრიტანეთის მოქალაქე მოკლეს. მხარდაჭერას ვუცხადებთ მის ოჯახს", - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში.

სიბლი დიდი ბრიტანეთის პირველი მოქალაქეა, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს ემსხვერპლა. ის ადრე სამეფო ლოგისტიკის კორპუსში მსახურობდა. 

უცნობია, ზუსტად როდის მოკლეს ბრიტანელი სამხედრო. ვარაუდობენ, რომ ეს რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხრეთში ან აღმოსავლეთში მოხდა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ დაკარგულია ბრიტანთის კიდევ ერთი მოქალაქე. 

"ჩვენ ვიცით უკრაინაში გაუჩინარებული ბრიტანეთის მოქალაქის შესახებ. ვცდილობთ სწრაფად მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაციას", - აცხადებენ უწყებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი