საზოგადოებამარშალ გელოვანის გამზირი დაიტბორა - ადგილზე მოძრაობა პარალიზებულიაგამოქვეყნდა: პარასკევი, 29 აპრილი, 2022 - 10:26
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია. სავარაუდოდ, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა, რამაც ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია. დატბორილი გამზირისა და პარალიზებული მოძრაობის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.