პუტინის 3-დღიანი ზავი ამოიწურა

გამოქვეყნდა:

9 მაისის აღსანიშნავად, პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოიწურა. ზავი 8 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოქმედდა და 11 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოიწურა.

უკრაინა ახლა 30 დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით კიევში ჩასულმა 4 ევროპული ქვეყნის ლიდერებმა, ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს.

პუტინის პასუხი უცნობია. მოსალოდნელია, რომ ის ამ წინადადებას უახლოეს წუთებში უპასუხებს. კრემლში მის განცხადებას ელოდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი