"არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის" დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

პიტერ აკერმანი, არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და გლობალური სამოქალაქო მოძრაობების ლიდერი, 26 აპრილს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის პრეზიდენტი, კრისტინ ლორდი.

"პიტერ აკერმანი იყო შეუდარებელი სიმტკიცის და მორალური სიცხადის კაცი, რომელიც გამოირჩეოდა მსოფლიოში უსამართლობისა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი ხედვით. პიტერის ხედვა თანაბრად გაბედული და შეუდარებელი იყო. მისი შთაგონების წყარო მაღალი იდეები გახლდათ, თუმცა პიტერი გულუბრყვილოობისგან მუდამ შორს იდგა. ის გახლდათ საზრიანი რეალისტი, რომელიც ასხივებდა შესანიშნავ ინტელექტს, ზღვა ანალიტიკურ უნარს, პრაქტიკულობას და საქმის ბოლომდე მიყვანის აბსოლუტურ წყურვილს. სხვებთან ურთიერთობაში, ის გახლდათ ძალიან კეთილი, გულუხვი და გულღია. მისთვის, შეჯიბრებითობა და ცხარე ბრძოლა საჭირო მიზეზისთვის სახასიათო იყო. მე მისი სადარი არასოდეს არავინ მყოლია და ეჭვი მეპარება, რომ იდესმე მეყოლება. მე ის სასწაულად მომენატრება", - ამბობს კრისტინ ლორდი.

აპრილის დასაწყისში, პიტერ აკერმანი საქართველოში იმყოფებოდა. მისი უკანასკნელი წიგნის The Checklist to End Tyranny პრეზენტაცია, თბილისში გაიმართა. აკერმანი, ასევე შეხვდა ქართველ სამოქალაქო, პოლიტიკურ და აკადემიური წრის ლიდერებს ბაკურიანში, აკადემიური ხასიათის სემინარზე.

"პიტერ აკერმანი იყო მასშტაბური ფიგურა, ვისი ძლევამოსილი საქმეც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების საქმეშიც ათწლეულებს ითვლის. როგორც არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, ის არაძალადობრივი კონფლიქტის გახლდათ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ლიდერი", - ნათქვამია IREX-ის განცხადებაში.

მისი კარიერის განმავლობაში, პიტერი მსახურობდა Freedom House-ს თავმჯდომარედ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების CARE და Council of Foreign Relations საბჭოებში. მის გარდაცვალებამდე, აკერმანი გახლდათ  ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თანათავმჯდომარე. პიტერ აკერმანი ასევე მსახურობდა თავისი ალმა მატერის, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი