
პოლონეთმა უკრაინას T72-ის ტიპის 200-ზე მეტი ტანკი და რამდენიმე ათეული ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული სამხედრო დახმარებით უკრაინული არმიის ორი სატანკო დანაყოფი აღიჭურვება.
ცნობისთვის, პოლონეთის მხრიდან, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ უკვე 1,5 მილიარდი ევროს გადააჭარბა. ქვეყანამ უკრაინას უკვე მიაწოდა, 2S1 ტიპის თვითმავალი "ჰაუბიცები", "გრადის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და რაკეტები MiG-29 და Su-27 ტიპის თვითმფრინავებისთვის.