"ჩემთვის ერთი შეხედვით, ცოტათი უცნაურია, რომ ეს ადამიანები, პოდოლიაკი, ან ვინმე სხვა ამ ტრაგიკულ ვითარებაში პოულობენ დროს და საქართველოს დეოლიგარქიზაციაზე ზრუნავენ და იღწვიან. მათ საკუთარი საზრუნავი და სამოღვაწეო უამრავი აქვთ. თუმცა ეს ქვეყანა ომში იმყოფება და მე თითოეული უკრაინელის მესმის, რომ არ უნდა ვიყოთ მკაცრი განმსჯელი მათი ნათქვამის, ისინი უდიდესი სტრესის ქვეშ იმყოფებიან".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.