"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მდგომარეობის გამო "შეშფოთებულია" და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, "ექიმს დაუჯეროს".
"შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც და მოვუწოდებთ სააკაშვილს, რომ მიიღოს საკვები, ექიმი რომ მივა მასთან, ექიმს, როგორც პაციენტმა დაუჯეროს და პოლიტიკური სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დამთავრდეს. ციხეში ყოფნა ყველასთვის დამრთგუნველია, მით უმეტეს, როდესაც ჩამოგაგზავნეს ქვეყანაში იმიტომ, რომ რევოლუცია მოგეხდინა და ძალაუფლება ხელში აგეღო და აღმოჩნდი ციხეში. დათრგუნულია რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი უნდა აგოს თავის ძველ თუ მიმდინარე ქმედებებზე", - თქვა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, "ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფი, ასევე, ექიმების ნაწილი მოითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.