G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინიც მიიწვიეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიწვევა მიიღო G20-ის სამიტზე დასასწრებად, რომელიც ნოემბერში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენმტა გააკეთა.

"ინდონეზიას სურს G20-ის გაერთიანება. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები" - განაცხადა მან.

კვირის დასაწყისში მან მოწვევა გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია დაესწრება თუ არა სამიტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი