"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მთავარი ინიციატივაა, შეიქმნას საერთაშორისო კონსილიუმი" | სოფო ჯაფარიძე ომბუდსმენს შეხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა. რა ტიპის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება მიხეილ სააკაშვილ და არის თუ არა აუცილებელი მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ - სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი სოფო ჯაფარიძე სახალხო დამცველს შეხვდება. 

მე, როგორც ექიმი, თამამად ვაცხადებ, რომ დღეს, როდესაც არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, სადაც არიან ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, მათი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება ძალიან დიდი დანაშაულია... შეხვედრა შეეხება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა რაც არის, არის რომ შეიქმნას საერთაშორისო კონსილიუმი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს ისეთი უზომოდ დიდი კომპეტენციის მქონე ექიმების კომპეტენციას როგორებიც არიან ნინო ლომჯარიას კონსილიუმი... ძალიან რთულია ჩემთვის იმაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება დღეს ვინმე მათ არ ენდობოდეს, - ამბობს ჯაფარიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი