
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რომელიც საქართველოში ვერ, ან არ უტარდება.
მისივე თქმით, ომბუდსმენი მზადაა, პენიტენციური სამსახურის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
"ჩვენ ერთხმად ვთანხმდებით, რომ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ის მყისიერად საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ, ან ვერ უტარდება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი უცხოეთში გადაყვანა და მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, დღეს სეირნობა ვერ უშველის. ეს არის ნათელი და პენიტენციურის განცხადებას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნინო ლომჯარია არის მზად იმისათვის, რომ მათ ესაუბროს და მათ მხრიდან კითხვებზე ექიმებმა გასცეს პასუხი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მორიგი განცხადებაა გაავრცელა, სადაც წერია, რომ უწყებას სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე კითხვები აქვს.