რუსეთში ქოლერას გავრცელების რისკმა მოიმატა

გამოქვეყნდა:

რუსეთში ქოლერას გავრცელების რისკმა მოიმატა, - ინფორმაციას რუსული მედია როსპოტრებნადზორზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ქოლერის პრევენციის დამატებითი ზომების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს მისი შემოტანა და შესაძლო გავრცელება.

რეკომენდაციები რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის, ჩამდინარე წყლების ლაბორატორიულ ტესტირებაზე კონტროლის გაძლიერებას, დაავადების გავრცელების შემთხვევაში ტრენინგების ჩატარებას.

შეგახსენებთ, ქოლერა ნაწლავის მწვავე ინფექციაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი