რაშისტებმა ლუგანსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეჭრა სცადეს, მხოლოდ 7 მათგანი გადარჩა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეჭრა სცადეს - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მიერ ორგანიზებული "სტუმართმოყვარე დახვედრის" შემდეგ, ჯგუფიდან მხოლოდ შვიდმა რაშისტმა მოახერხა გადარჩენა, დანარჩენები კი ლიკვიდირებული არიან.

"ჩვენმა დამცველებმა აჩვენეს ლიკვიდირებული დამპყრობლების პირადი ნივთების ფოტოები. აღსანიშნავია, რომ აქ არის მართლმადიდებლური ხატები და თილისმები. მათთან ერთად ჩამოვიდნენ რაშისტები უკრაინაში მოსაკლავად", - ამბობს გაიდაი. 

მისივე თქმით, ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას სევეროდონეცკისა და პოპასნას მიმართულებით. 

"ორკებს სურთ რუბეჟნოესა და პოპასნას სრულად დაპყრობა. ემზადებიან სევეროდონცეკზე თავდასხმისთვის", - აღნიშნა სერგეი გაიდაიმ და დასძინა, რომ ოკუპანტების მხრიდან მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა არ წყდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი