"ლენდ-ლიზი" უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ - ზელენსკი 

გამოქვეყნდა:

ომში მყოფი უკრაინა შეერთებული შტატებისგან ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტს ელოდება. "ლენდ ლიზის" კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია, რაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ბიუროკრატიული პროცედურების გზების ავლით უკრაინისთვის უპრეცედენტო სამხედრო დახმარების მიწოდების საშუალებას აძლევს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას მადლობა უხდის. მისი თქმით, ეს პროგრამა უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ. 

"მე მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტი ბაიდენისა და კონგრესის, ცნობილი "ლენდ ლიზის" პროგრამის ანალოგისთვის, რომელიც რუსეთისა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა. დარწმუნებული ვარ, "ლენდ ლიზი" ახლა უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ, რომლებმაც ჩვენს მიწაზე ომი და იწყეს. "ლენდ ლიზი" და უკრაინის მხარდამჭერი სხვა პროგრამები არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ თავისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, ტირანიისგან თავი დაიცვას", - ამბობს ზელენსკი

ცნობისთვის, უკრაინაში სასტიკი ომის 66-ე დღეს პუტინის საოკუპაციო არმია კვლავ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. ინტენსიური დარტყმის ქვეშ მოყვა ხარკოვი.16-ჯერ მიიტანეს იერიში ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქზე. განადგურებულია რამდენიმე სოფელი. უმძიმესი მდგომარეობაა მარიუპოლში. ალყაშემორტყმულ ქალაქში ამ დრომდე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფაა. შეტაკებები გრძელდება აზოვსტალშიც. ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას რუსეთის საოკუპაციო ძალები გასულ ღამესაც ცდილობდნენ. კიევის ოლქში კი ახალი სამარხები აღმოაჩინეს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, საფლავში 900-მდე ცხედარია.

იხილეთ ასევე:

რა არის ლენდ-ლიზის პროგრამა | რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი