თუ კრიზისის მოგვარება უნდათ, ნატო-მ კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს - ლავროვი 

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში კრემლის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" "მკაცრად გეგმის მიხედვით ვითარდება". ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან საუბრისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიზნებს "აუცილებლად მიაღწევენ".

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო ისევ გააკრიტიკა და ალიანსი უკრაინას რუსეთის შეკავების "ინსტრუმენტად" გამოყენებაში დაადანაშაულა. 

ლავროვის თქმით, აშშ-მ და დასავლეთის ქვეყნებმა აიძულეს კიევი, გაეკეთებინა "ხელოვნური, ყალბი არჩევანი: ან დასავლეთთან, ან მოსკოვთან".

"თუ აშშ და ნატო ნამდვილად არიან დაინტერესებული უკრაინის კრიზისის მოგვარებით, მაშინ, უპირველესად, უნდა გამოფხიზლდნენ და შეწყვიტონ კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება", - თქვა ლავროვმა.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი