მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია. ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა, ქარხნები წარმოება, ინდუსტრია, ყველაფერი თვითონ მოვსპეთ. მათ შორის განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ამას სჭირდება აქტიური მუშაობა. ვმუშაობთ, განათლების მინისტრი აქტიურად მუშაობს.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი