"კიევის აჩრდილს" ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

გამოქვეყნდა:

ლეგენდარული უკრაინული მფრინავი, მეტსახელად "კიევის აჩრდილი", ოკუპანტებთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა. უკრაინელმა პილოტმა სიკვდილამდე 40-მდე რუსული თვითმფრინავი გაანადგურა აქედან ექვსი - ომის პირველ დღეს.

ცნობილია "კიევის აჩრდილის" ვინაობაც, ის 29 წლის მაიორი, სტეფან ტარაბალკა იყო. მისი თვითმფრინავი MiG-29ა ოკუპანტებმა 13 მარტს ჩამოაგდეს.

29 წლის უკრაინელი მფრინავის გარდაცვალებას ადასტურებს უკრაინის ავიაციაც და წერს, რომ დაღუპულს პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდადებისა და გმირობისთვის ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიანიჭა.

ამავე თემაზე:

The Times: "კიევის აჩრდილი" ბრძოლაში დაიღუპა, ცნობილია მისი ვინაობაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი