პუტინმა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე რომის პაპის თხოვნა სამჯერ უარყო 

გამოქვეყნდა:

იტალიური გაზეთის, "ilmessaggero-ს" ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ, სამჯერ მიმართა რუს დიქტატორს, ნება დართოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე აზოვსტალიდან პაპის დროშის ქვეშ მცურავი გემით, მაგრამ სამივე შემთხვევაში უარი მიიღო.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვატიკანი ახლა პესიმისტურად არის განწყობილი ხალხის ევაკუაციის შემდგომ მცდელობებთან დაკავშირებით, მაგრამ პაპი კვლავ აცხადებს: "უნდა ვიმუშაოთ დიპლომატიის გზით ამ სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გააგრძელებს უკრაინის შვილების შთანთქმას".

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი ორ თვეზე მეტია, რუსული ჯარების მიერ მთლიანად ბლოკირებულია როგორც ევაკუაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მტერი არ წყვეტს ქალაქზე საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები აფარებენ თავს, პრაქტიკულად განადგურებულია. დამცველები იმედოვნებენ, რომ ქალაქი განიბლოკება პოლიტიკური ან სამხედრო გზით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი