რა გახდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად დამძიმების მიზეზი და რატომ არ აღიარებს ხელისუფლება, რომ მესამე პრეზიდენტი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ახლა სწორედ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმებისა და წამების გამო აღმოჩნდა?

ხელისუფლება, რომელმაც პუტინის პირადი მტერი ციხის საკანში გამოკეტა და პატიმრობის პირველივე დღიდან, არაადამიანური მოპყრობის ყველა მეთოდი გამოიყენა, ახლა მას მკურნალობის უფლებას კიდევ ერთხელ ართმევს. 

ხვალ ზუსტად 6 თვე გახდება, რაც პუტინის პატიმარი, ოლიგარქის დავალებით ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული და მიზანმიმართულად, მისი სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდებიან. ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ პროცესს, უმძიმესი მდგომარეობის გამო, ვეღარ დაესწრება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი