რუსეთის სარდლობამ კარგად იცის, რომ უახლოეს კვირებში კიდევ ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ათასობით დაიჭრება. მაგრამ რაში სჭირდებათ ეს თავად რუს ჯარისკაცებს? რაში სჭირდებათ ეს მათ ოჯახებს? რუსი მეთაურები ატყუებენ თავიანთ ჯარისკაცებს როდესაც ამბობენ, რომ მათ სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევაში და ამავე დროს, მათ არ უყვებიან მაგალითად რუსული არმიის მიერ ცხედრების შესანახად დამატებითი მაცივრების მობილიზებაზე. არ უყვებიან რა ახალ "გეგმურ დანაკარგებს ელიან გენერლები. ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. გირჩევნიათ რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე მოკვდეთ.
მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს.