რუსმა ოკუპანტებმა ნოვაია-კახოვკას საკრებულოს დეპუტატი გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში, რუსმა დამპყრობლებმა ქალაქ ნოვაია-კახოვკას საკრებულოს დეპუტატი, იგორ პროტოკოვილო გაიტაცეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. 

"19 აპრილს, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა წაიყვანეს ნოვაია-კახოვკას მკვიდრი, საკრებულოს დეპუტატი იგორ ანატოლიევიჩ პროტოკოვილო. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, Unian-ის ცნობით, 30 აპრილს, კახოვკაში, ოკუპანტებმა ადგილობრივი მასწავლებელი, ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ვიქტორ პენდალჩუკი გაიტაცეს, რომლის ადგილსამყოფელიც ასევე დაუდგენელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი