უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ ზმეინზე იერიში მიიტანეს | განადგურებულია 42 რუსი ოკუპანტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. 

დარტყმის შედეგად განადგურდა:

  • 42 რუსი ოკუპანტი
  • სამი რუსული საზენიტო იარაღი;
  • საზენიტო სარაკეტო სისტემა "Arrow-10";
  • საკომუნიკაციო მანქანა - სერვერი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობით

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ მესაზღვრებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კრეისერი  "მოსკოვი" შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რაკეტა „ნეპტუნით" გაანადგურეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი