რუსეთი მაისის არდადეგებისთვის არაღიარებულ დნესტრისპირეთში პროვოკაციებს ამზადებს - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება, რომ რუსეთმა შესაძლოა, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში მაისის არდადეგებზე პროვოკაცია მოაწყოს.

ინფორმაციის დასადასტურებლად დაზვერვა აქვეყნებს 2022 წლის 2 მაისით დათარიღებულ გაზეთ Pridnestrovie-ს "სპეციალური გამოცემის" ფოტოს.

სტატია, სათაურით - "დნესტრისპირეთის მოსახლეობის ოფიციალური მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინთან", გამოქვეყნებულია გამოცემის პირველ გვერდზე. მასალაში საუბარია "რუსეთის ქმედებებში დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვაზე" - იტყობინება დაზვერვა. 

სტატია, ასევე, შეიცავს მთელ რიგ პროპაგანდისტულ მასალებს "მაისის არდადეგებზე დნესტრისპირეთზე განხორციელებული სისხლიანი ტერორისტული თავდასხმების შესახებ, საუბარია ათეულობით დაღუპულის, მათ შორის ბავშვები, მოხუცები და ქალები, შესახებ“.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, არსებობს საშიშროება, რომ კრემლის ხელისუფლება გეგმავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას, "რაზეც ტრადიციულად იტყვის, რომ უკრაინა და კოლექტიური დასავლეთი არიან პასუხისმგებელი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი