"ერის კაცი ხართ", "დანის პირზე გადიხართ" | მადლიერი საჯარო მოხელეები და პარტაქტივი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"ერის კაცი ხართ", "დანის პირზე გადიხართ", "თქვენს გვერდით ვართ", - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლები დახვდნენ და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ვიდეოკოლაჟი არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩემი სახლია” მოამზადა, სადაც ჩანს, რომ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის და სამტრედიის მერიებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები ქუჩაში "შემთხვევით" რიგითი მოქალაქეების სტატუსით ხვდებიან და მთავრობის მეთაურს ომში არ ჩართვისთვის მადლობას ეუბნებიან.

"რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, სპექტაკლი - "მადლობა მშვიდობისთვის" იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

როლებში:

მადლიერი მოსახლება - ქართული ოცნების პარტიული აქტივი

მშვიდობის მაძიებელი - ღარიბაშვილი", - წერს "ევროპა ჩვენი სახლია". 

ცნობისთვის, ღარიბაშვილი იმერეთში 30 აპრილს იმყოფებოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი