
სანამ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ოპოზიცია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენაზე მხარს არ დაუჭერს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ჯიუტად ეწინააღმდეგება არამარტო ოპონენტებს ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას ითხოვენ.
ჩვენი მოსაზრება რჩება ძალიან მყარი არგუმენტაციის ფონზე, რომ სანამ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო არიან ადამიანები ციხეში, მანამდე ჩვენ არ მივიღებდით კენჭისყრაში მონაწილეობას. პოზიცია არ შეგვიცვლია, ვინაიდან თუ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს ესმოდეს, რომ თუ ჩააგდებს კონსტიტუციის ცვლილებებს, მას დაეკისრება არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ სანქციებიც, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მათ პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით "ოცნებას" რურუას გასათავისუფლებად დამატებით დრო მისცეს.
მარტივია, შეუძლიათ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ, პროკურატურამ, გამოუშვან გირაოთი ან სამაჯურით და გაგრძელდეს ეს პროცესი მერე, რა აუცილებელია, რომ ციხეში ყავდეთ გამოკეტილი, - ამბობს იგი.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის მდივნის დავით ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა რურუას მძევლად დატოვება და ცვლილებების ჩაგდება.