
ჰოლივუდის მსახიობმა, Unicef-ის კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ, ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
მას ასევე კომუნიკაცია ჰქონდა მოხალისეებთან, რომლებიც სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ადამიანებს ლვოვის მთავარი რკინიგზის სადგურზე.
"ძალიან ძნელია, თუმცა აუცილებელია, უკრაინელ ხალხთან დრო გაატარო და უბრალოდ მოუსმინო. მათ მიმართ მზრუნველობა გამოიჩინო. უმეტესობა ბავშვები არიან. ეს უდიდესი შოკია. ვიცი რამდენად მოქმედებს ტრავმა ბავშვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა დაინახავენ, რომ მათი მოსმენა უნდათ. ვიცი, როგორ დაეხმარება ეს მათ", - თქვა მსახიობმა.
ანჯელინა ჯოლის ვიზიტი უკრაინაში ყველასთვის მოულოდნელი იყო. მსახიობი ლვოვის ერთ-ერთ კაფეში გუშინ დააფიქსირეს. ვიდეო ჟურნალისტმა, მაია პიდჰოროდეცკამ გამოაქვეყნა.