
რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მორიგ პროვოკაციას ამზადებს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, გუშინ, ზაპოროჟიეს ოლქში, ენერგოდარში ჩავიდა რუსული მანქანების კოლონა ავტობუსის თანხლებით, სადაც პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
"ეს ტურისტული ცირკი, სავარაუდოდ, რუსეთის ოკუპაციის პირობებში "ფილმი ბედნიერი ცხოვრების შესახებ" გადასაღებად ჩამოვიდა სამხრეთ უკრაინაში ფსევდორეფერენდუმების წინა დღეს. ან გეგმავენ პროვოკაციების მოწყობას მშვიდობიანი უკრაინელი მცხოვრებლებს შორის. კრემლის მედია კი, როგორც ყოველთვის, მზადაა კიდევ ერთი ყალბი გადაიღოს", - ნათქვამია განცხადებაში.
რადა მოუწოდებს უკრაინელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს, და არ მიიღონ მონაწილეობა რუსული პროპაგანდისტული "ფილმების" გადაღებაში.