დღეს მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება - სტრატკომი

გამოქვეყნდა:

ოფიციალურად! - დღეს მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იქნება შესაძლებელი - ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს. 

მათი ცნობით, მოქალაქეები 16:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „პორტ სიტისთან“ შეიკრიბებიან.

"თუ თქვენ გყავთ ნათესავები ან ნაცნობები მარიუპოლში, შეეცადეთ დაუკავშირდეთ მათ ყველანაირად. დარეკეთ, დაწერეთ და თქვით, რომ შესაძლებელია ზაპოროჟიეში წასვლა, სადაც უსაფრთხოა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი უკვე ორ თვეზე მეტია, ალყაშია. ორთვიანი ბლოკადის შემდეგ კი  აზოვსტალში ასობით ადამიანი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი. 

იხილეთ ასევე:

აზოვსტალიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი