უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტის მცდელობა აღკვეთა | რას გეგმავდნენ რუსი აგენტები?

გამოქვეყნდა:

"რუსი აგენტები ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტს ამზადებდნენ. იგეგმებოდა სამოქალაქო თვითმფრინავის აფეთქება, შემდეგ კი ტერორისტული აქტის უკრაინული მხარისთვის დაბრალება" - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ტერორიზმში ორი რუსი აგენტია მხილებული. მათ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ტერაქტი შესაძლოა, ბელარუსის, ან რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარიყო. 

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, რუსების დივერსიული დაჯგუფება გაანეიტრალა. რუსი აგენტები ტერაქტს ამზადებდნენ. გეგმავდნენ რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოგდებას და შემდეგ პროვოკაციის მოწყობას, რათა მომხდარი უკრაინის ან დასავლელი პარტნიორებისთვის დაებრალებინათ. აგენტები თვითმფრინავის ჩამოგდებას სტინგერის ტიპის შეიარაღებით გეგმავდნენ. მათ საქმიანობას ალექსანდ ტიუტორევი ხელმძღვანელობდა, რომელიც გენშტაბის მაღალჩინოსანია. მას უკრაინული მხარე ოდესაში ტერაქტის მცდელობის მოწყობაში ადანაშაულებს და მასზე ძებნაა გამოცხადებული", - ამბობს უკრაინის სუს-ის პრესსპიკერი, არტიომ დეხტიარენკო

უცნობია, რამდენი ადამიანი იქნებოდა სამოქალაქო თვითმფრინავში და რა რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვებოდა ტერაქტს ოკუპანტების გეგმის მიხედვით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი