სავარაუდოდ, რუსეთი აჯგუფებს ან ქმნის ახალ ბაზებს ბალტიის რეგიონში - ფინეთის პრეზიდენტი 

გამოქვეყნდა:

რუსეთი, სავარაუდოდ, აჯგუფებს ან ქმნის ახალ ბაზებს ბალტიის რეგიონში, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციამ ეს ნაბიჯები ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ გადადგას.

საული ნიინისტემ ასევე აღნიშნა, რომ 17-18 მაისს შვედეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც ორი ქვეყანა წარმოადგენს პოზიციებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

ნიინისტემ ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მსოფლიოში შეიცვალა და ეს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი